Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: დღეს გამოვლენილი ყველა ინფიცირებულის წყარო ცნობილია


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან ექვსი იმპორტირებულია, ორი უკვე ინფიცირებული პირების კონტაქტებიდან გამოვლინდა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ახალი კლასტერი არ გაჩენილა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 21 ივნისს რვა ახალი შემთხვევით გაიზარდა და 906 გახდა. აქედან აქტიური შემთხვევების რიცხვი 137-ია. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 3-ით მოიმატა და 755-ს შეადგენს.

XS
SM
MD
LG