Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიბამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ოცდამეერთე საუკუნის სიმბოლური ხუთეული გამოავლინა


კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) გულშემატკივრების გამოკითხვით საქართველოს ნაკრების 2000-2020 წლების სიმბოლური ხუთეული გამოავლინა. მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანომ ვებსაიტის ვიზიტორებს საქართველოს ბოლო ოცწლეულის თორმეტი გამორჩეული კალათბურთელისგან შედგენილი სია შესთავაზა და ერთი კვირის თავზე სიმბოლური ნაკრები მიცემული ხმების რაოდენობის მიხედვით შეადგინა.

საუკეთესო ხუთეულში ყველაზე მეტი ხმა თორნიკე შენგელიამ მოაგროვა. მას გამოკითხულთა ოცმა პროცენტმა დაუჭირა მხარი. შენგელიას გარდა სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ: ზაზა ფაჩულია (17 %), ვიქტორ სანიკიძე (16 %), მანუჩარ მარკოიშვილი (14 %) და მაიკლ დიქსონი (11 %).

სხვა კალათბურთელებზე ხმები ასე გადანაწილდა: გიორგი ცინცაძე (7 %), გიორგი შერმადინი (6 %), დუდა სანაძე (2 %), ნიკოლოზ ცქიტიშვილი (2 %), ბექა ბურჯანაძე (2 %), ვახტანგ ნაცვლიშვილი (2 %), ვლადიმერ ბოისა (1 %).

XS
SM
MD
LG