Accessibility links

ავღანეთის მთავრობა: გასულ კვირაში დახოცეს უსაფრთხოების ძალების 300-მდე წევრი


ავღანეთის მთავრობის მაღალჩინოსანმა თალიბანი დაადანაშაულა თავდასხმების სერიის მოწყობაში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოტენციური მოლაპარაკების წინ და განაცხადა, რომ მეამბოხეებმა გასულ კვირაში იმსხვერპლეს უსაფრთხოების ძალების 291 წევრი და დაჭრეს 550.

ავღანეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანმა, ჯავიდ ფაისალიმ ტვიტერზე დაწერა, რომ გასული კვირა ყველაზე სისხლიანი იყო ავღანეთში 18 წლის განმავლობაში მიმდინარე ომში და დასძინა, რომ თალიბანმა 422 თავდასხმა მოაწყო 32 პროვინციაში.

"თალიბანის პირობა, რომ ძალადობას შეამცირებს, აზრს მოკლებულია და მათი მოქმედება შეუსაბამოა მშვიდობაზე რიტორიკასთან" - წერს ფაისალი.

თალიბანის პრესმდივანმა უარყო მთავრობის მონაცემები და განაცხადა, "მტერი აპირებს ზიანი მიაყენოს სამშვიდობო პროცესს და ავღანეთის შიდა მოლაპარაკებას, ამ ყალბი მონაცემების გავრცელებით". ჯგუფმა გასულ კვირაში მოაწყო "რამდენიმე თავდასხმა, მაგრამ ისინი ძირითადად თავდაცვითი ხასიათის იყო" - უთხრა ზაბიდულა მუჯაჰიდმა სააგენტო "ფრანს პრესს".

ავღანეთში ძალადობა შემცირდა მას შემდეგ, რაც თალიბანმა სამი დღით გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც 26 მაისს დასრულდა. მას შემდეგ ოფიციალური პირები თავდასხმების გახშირებაზე იუწყებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG