Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეიფელის კოშკი კვლავ გაიხსნა დამთვალიერებლებისთვის


პარიზში დღეს კვლავ გაიხსნა დამთვალიერებლებისთვის ეიფელის კოშკი. საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა მარტის შუა რიცხვებში დაიკეტა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით.

კოშკის ადმინისტრაციამ სტუმრებისთვის დროებითი შეზღუდვა დააწესა. დამთვალიერებლებს უნდა ეკეთოთ პირბადეები და უნდა დაიცვან დისტანცია. გარდა ამისა, ჯერჯერობით არ იმუშავებს ლიფტები, კოშკიდან გადმოსახედ მოედანზე ასვლა მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი აღმოსავლეთ საყრდენის მეშვეობით.

კოშკის დასათვალიერებლად გაიხსნა მხოლოდ პირველი და მეორე იარუსი - 674 საფეხური. ასვლას დაახლოებით ნახევარი საათი სჭირდება. კოშკის უმაღლეს წერტილში მდებარე მესამე იარუსი ჯერჯერობით დაკეტილია დამთვალიერებელთათვის.

წინასწარი მონაცემებით, ეიფელის კოშკის ლიფტები 1 ივლისიდან ამუშავდება. მესამე იარუსის გადმოსახედი მოედანი კი ივლისის ბოლოს შეიძლება გაიხსნას.

რესტორანი „ჟიულ ვერნი“, რომელიც მეორე სართულზე მდებარეობს, ჯერჯერობით არ მუშაობს. ის სავარაუდოდ 30 ივნისს გაიხსნება. სტუმრებს მიიღებენ წინასწარი ჩაწერით, მაგიდების რაოდენობა 75-მდე შეიზღუდება.

საფრანგეთის მედიის ცნობით, იძულებითი დაკეტვის გამო ეიფელის კოშკი ყოველთვიურად კარგავდა ცხრა მილიონამდე ევროს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 197 ათასი შემთხვევა, გარდაიცვალა 30 ათასამდე ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG