Accessibility links

მემარჯვენე პოპულისტი დუდა პოლონეთის პრეზიდენტობას ესწრაფვის მეორე ვადით


საარჩევნო უბანში. ვარშავა 28 ივნისი, 2020 წელი

პოლონეთის ხმის უფლების მქონე მოქალაქეები 28 ივნისს კენჭს უყრიან პრეზიდენტს, რომლის არჩევნები მძაფრ ვითარებაში მიმდინარეობს, რადგან ახლა მოქმედი კონსერვატორი პრეზიდენტი, ანჯეი დუდა, ესწრაფვის, მეორე ხუთწლიანი ვადით დარჩეს პოსტზე.

მოელიან, რომ დუდა ამ არჩევნებს მცირე უპირატესობით მოიგებს, რასაც მმართველი, „კანონისა და სამართლიანობის პარტიისთვის“ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მეორე ტური რთული იქნება. პარტიის პროგრამა კონსერვატორული ბუნებისაა და დემოკრატიის მიმართ ქვეყნის ერთგულების თაობაზე კითხვებს აჩენს.

დღის განმავლობაში კენჭისყრაში მონაწილეების აქტიურობა ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე 2015 წლის არჩევნებზე, რომელიც დუდამ მეორე ტურში მოიგო. კენჭისყრამდე დუდამ დაინახა, რომ მისი პოპულარობა მცირდებოდა, რადგან ქვეყნის ეკონომიკას სირთულეები ჰქონდა კორონავირუსის პანდემიის დროს შექმნილი პირობების გამო.

არჩევნები უნდა ჩატარებულიყო 10 მაისს, მაგრამ გადაიდო. ვარშავის მერმა, რაფალ ტრჟასკოვსკიმ, დუდას მთავარმა მეტოქემ ამ არჩევნებზე, საარჩევნო კამპანიის ბოლოს პოპულარობას მიაღწია ლოზუნგით „ვიბრძოლოთ ძლიერი სახელმწიფოსთვის, ვიბრძოლოთ დემოკრატიისთვის“.

დუდას მმართველობის პერიოდში პარლამენტმა მიიღო სასამართლო რეფორმები, რომელთა თაობაზე ევროკავშირი ფიქრობს, რომ დემოკრატიულ კონტროლს უთხრიან ძირს.

Europe Elects-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების საფუძველზე მოელიან, რომ დუდა 41 პროცენტს მიიმხრობს, რაც ნაკლებია იმ შედეგზე, რომელიც გამარჯვებისა და მეორე ტურის თავიდან აცილებისთვის იქნებოდა საკმარისი.

ტრჟასკოვსკის, რომელიც ოპოზიციური, მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის წარმომადგენელია, ამავე გამოკითხვებით, 30 პროცენტი უჭერს მხარს. ვერცერთმა სხვა კანდიდატმა ვერ მიიმხრო 11 პროცენტზე მეტი.

საარჩევნო უბნები ევროპის დროით 21 საათზე დაიხურება. მოელიან, რომ წინასწარი შედეგები მალევე გამოქვეყნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG