Accessibility links

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ახსნა კორონავირუსის შემთხვევების გაზრდის მიზეზები


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ნაწილობრივ ახალგაზრდებსაც დააკისრა პასუხისმგებლობა ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ბოლოდროინდელ ზრდაზე. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, CBS-თან ინტერვიუში პენსმა თქვა, რომ ინფიცირების ახალ-ახალი შემთხვევების გამოვლენას ხელს მნიშვნელოვნად უწყობს ტესტირების მასშტაბის გაზრდა დღეში 500 ათასამდე. თუმცა, პენსის განცხადებით, ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რადგან როგორც ჩანს, ახალგაზრდა ამერიკელები ერთად შეკრებისას წესებს არღვევენ.

ბოლო დღეებში აშშ-ში მკვეთრად მოიმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა. განსაკუთრებით ფლორიდაში, ტეხასსა არიზონაში. ვიცე-პრეზიდენტ პენსის განცხადებით, ის და პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერენ ამ შტატების გუბერნატორებს, რომლებმაც ისევ დახურეს ბარები და ხალხს აღარ მისცეს სოციალური დისტანციის დარღვევით, ნიღბების გარეშე შეკრების შესაძლებლობა.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზე რჩება კორონავირუსით ინფიცირებულების და გარდაცვლილების რიცხვით. ქვეყანაში უკვე დაავადდა 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 125 ათასს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG