Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ ოფისში განიხილავენ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებს


პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ განიხილავენ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს.

„უმრავლესობის შეხვედრა გვაქვს პარტიაში, განვიხილავთ პირველ რიგში საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე დაუჭირა მხარი. იცით, რომ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება ეს ცვლილებები. ეუთო/ODIHR- რეკომენდაციები ძირითად ნაწილში გათვალისწინებულია და საკმაოდ ფართო ჩართულობით იქნა შემუშავებული”, - თქვა ოხანაშვილმა.

დღეს, 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი. დოკუმენტს საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით განიხილავენ.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, რომ მკაცრდება სასჯელი ამომრჩევლის მოსყიდვაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG