Accessibility links

მაიკ პომპეომ გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, გააგრძელოს ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, გააგრძელოს ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო, ვინაიდან, მისი თქმით, ირანი არ არის „პასუხისმგებლობიანი დემოკრატია“.

ემბარგოს 2020 წლის ოქტომბერში გასდის მოქმედების ვადა. აშშ-მა მანამდე ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს შესახებ რეზოლუციის პროექტი მოამზადა. მაგრამ ჩინეთმა და რუსეთმა, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა, რომლებსაც ვეტოს უფლება აქვთ, განაცხადეს, რომ ამერიკული პროექტის მიღების წინააღმდეგ გამოვლენ.

ამასთან დაკავშირებით პომპეომ თქვა, რომ კარგი იქნება, თუკი პეკინი და მოსკოვი ყურს დაუგდებენ რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომლებიც დაჟინებით ითხოვენ ემბარგოს გაგრძელებას.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთხელ განაცხადა, რომ ირანის მიმართ იარაღის ემბარგოს გაუქმება დაუშვებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG