Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ 7 მოქალაქეს შეკრების წესის დარღვევისთვის გამოწერილი 3000-ლარიანი ჯარიმა გაუუქმა


გორის საქალაქო სასამართლომ 7 პირს, რომელსაც საკარანტინე წესების დარღვევისთვის პოლიციამ 3-3 ათასი ლარის მოცულობის ჯარიმა გამოუწერა, სახდელისგან გაათავისუფლა. მათ უფლებებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

"მიმდინარე წლის 17 აპრილს ისინი დააჯარიმეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დისტანციის დაუცველობის გამო. ჯარიმას ისინი მიიჩნევდნენ უკანონოდ, რადგან არ იმყოფებოდენენ ერთად, 3 ადამიანი იდგა ცალკე 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით, მათგან 40-50 მეტრის დაშორებით იდგა კიდევ სამი ადამიანი 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით, ხოლო ერთი მათგანი იდგა საერთოდ ცალკე", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის დროს, დაახლოებით, 9 ათასი ადამიანი დააჯარიმა. საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის მოქალაქეს 3000-ლარიანი ჯარიმა ეკისრებოდა.

XS
SM
MD
LG