Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს გამოიძიოს კენჭისყრის დროს გამოვლენილი კანონდარღვევები


პეტერ სტანო
პეტერ სტანო

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, რომ გამოიძიოს საყოველთაო-სახალო კენჭისყრის დროს გამოვლენილი სამართალდარღვევების, მათ შორის პროცესზე დამკვირვებელი ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაშინების ფაქტები.

სადავო საკონსტიტუციო შესწორებები, რომელსაც ოფიციალური ინფორმაციით მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა თითქმის 78%-მა, გზას უხსნის ვლადიმირ პუტინს, რომ 2036 წლამდე დარჩეს ხელისუფლების სათავეში.

„ჩვენთვის ცნობილია ხმის მიცემის დროს გამოვლენილი დარღვევებისა და ამომრჩეველთა ზეწოლის შესახებ. მათ შორის, ორჯერ ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია, ფარული ხმის მიცემის უგულებელყოფა და, როგორც ამტკიცებენ, პოლიციის მხრიდან ზეწოლა ჟურნალისტზე, რომელიც ხმის მიცემის პროცესს აკვირდებოდა“, - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომდგენლის, პეტერ სტანოს განცხადებაში.

რუსეთის საინიციატივო ჯგუფ „ჰოლოსის“ შეფასებით კენჭისყრის დროს ადგილი ჰქონდა მასობრივ გაყალბებას, რის გამოც საერთო-სახალხო კენჭისყრა „რუსეთის ისტორიაში შევა, როგორც „ხალხის სუვერენიტეტის ხელყოფის მაგალითი“.

მანამდე რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ელა პანფილოვამ, „ფეიკი“ უწოდა მედიით გავრცელებულ ცნობას, რომლის თანახმად, დამსაქმებლები და უშუალო ხელმძღვანელები აიძულებდნენ ხელქვეითებს მხარი დაეჭირათ პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საკონსტიტუციო შესწორებების კენჭისყრის შედეგს უწოდა „ტრიუმფალური“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG