Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოვაკ ჯოკოვიჩი კორონავირუსისგან განიკურნა


ნოვაკ ჯოკოვიჩი
ნოვაკ ჯოკოვიჩი

მსოფლიოს ჩოგბურთის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი და მისი მეუღლე ელენა COVID-19-ისგან განიკურნენ. დიდი სლემის ტურნირების 17-გზის გამარჯვებულ სერბ ჩოგბურთელს ექიმებმა ცხრადღიანი მკურნალობის შემდეგ, 2 ივლისს კიდევ ერთხელ ჩაუტარეს ტესტირება და მისი გამოჯანმრთელების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.

ნოვაკ ჯოკოვიჩი კორონავირუსით ხორვატიაში ჩატარებული საჩვენებელი ტურნირის შემდეგ დაინფიცირდა. სპორტსმენისა და მისი მეუღლის გარდა, ვირუსი დაუდასტურდათ ცნობილ ჩოგბურთელებს: ვიქტორ ტროიცკის, გრიგორ დიმიტროვსა და ბორნა ჩორიჩს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG