Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგზიტპოლის თანახმად, ხორვატიის არჩევნებში ლიდერობს მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული ძალა


ეგზიტპოლის თანახმად, ხორვატიაში 5 ივლისს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს მმართველი ძალა, ხორვატიის დემოკრატიული გაერთიანება (HDZ).

ორგანიზაცია Ipsos-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, ამ ძალამ ქვეყნის 151 ადგილიან პარლამენტში მოიპოვა 61 მანდატი. მეორე ადგილზე არიან სოციალ-დემოკრატები, 44 ადგილით. თუ ეს შედეგი დადასტურდება, მმართველ HDZ-ს ძლიერი პოზიცია ექნება კოალიციური მოლაპარაკების გამართვისთვის, მთავრობის ფორმირების მიზნით.

არჩევნები ჩატარდა კორონავირუსის პანდემიის ფონზე, რიგში ჩამდგარი ამომრჩევლები ერთმანეთისგან ორი მეტრის მოშორებით იდგნენ. ამომრჩეველს მოუწოდებდნენ გაეკეთებინათ ნიღბები და თან თავიანთი კალმები მიეტანათ. უბნებზე ხელმისაწვდომი იყო ხელის სადეზინფექციო საშუალებები, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები ბიულეტენებს ხელთათმანებით გასცემდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG