Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაბრუნებული ყველა მოქალაქე კვლავ 14-დღიან კარანტინში მოხვდება


ჩარტერული რეისებით საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები 14-დღიან კარანტინში მოხვდებიან. კარანტინის წესებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

საკარანტინო სივრცეში მოუწევს გადასვლა ვარშავიდან, ბარსელონიდან, რომიდან, პარიზიდან და ათენიდან დაბრუნებულ ყველა მოქალაქეს. იმავე წესს დაექვემდებარებიან ქვეყანაში სახმელეთო საზღვრებიდან დაბრუნებული მოქალაქეებიც.

ქვეყნის მოქალაქეების სავალდებულო კარანტინში მოთავსება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით მარტიდან დაიწყო. ამისთვის ბიუჯეტის სახსრებით ქვეყნის მასშტაბით სასტუმროებია დაქირავებული. სახელმწიფო ხარჯითვე გადაჰყავთ მოქალაქეები აეროპორტებიდან და ქვეყნის სხვა საზღვრებიდან საკარანტინო სივრცეებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG