Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპორტული დარბაზები და აუზები გარკვეული დათქმით გაიხსნება


ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განმარტებით, დღის ბოლომდე გამოქვეყნდება პროტოკოლი, რომლის შესრულებაც სავალდებულო იქნება სპორტული დარბაზებისა და აუზების ფუნქციონირებისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ბექა ფერაძემ თქვა, რომ სპორტულ დარბაზებში ერთდროულად 10 ადამიანზე მეტის ყოფნა აკრძალულია.

„6 კვ.მ-ზე მოხდება თითო ადამიანის დაშვება, დიდი ყურადღება მიენიჭება ვენტილაციას, უპირატესობა ექნება ბუნებრივ ვენტილაციას, ხელოვნული ვენტილაციის პირობებში ნომინალურ სიჩქარეზე უნდა იყოს გადართული“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისი განმარტებით, დარბაზის დალაგების შემდეგ, სივრცე უნდა განიავდეს ორპირი ქარი პრინციპით. ცვლილებებია გასახდელი კარადების გამოყენების თვალსაზრისითაც.

„საშხაპეები შესაბამისი ტიხრებით უნდა იყოს ერთმანეთისგან გამოყოფილი, კარადები თითოს გამოტოვებით უნდა იყოს გამოყოფილი, პირსახოცები უნდა იყოს ერთჯერადი შეფუთვით და წესდება ლიმიტი ჯგუფური ვარჯიშების განხორციელებისას - არაუმეტეს 10 ადამიანით მოხდება პროცედურის წარმართვა“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.

რაც შეეხება აუზებს, აუცილებელი იქნება წყლის ლაბორატიული შემოწმება.

„მოთხოვნა იქნება წყლის ლაბორატორიული კვლევა კოლიბაქტერიებზე, გადახრის შემთხვევაში მოთხოვნილი იქნება სრული მიკრობიოლოგიური კვლევა. აკრძალულია შეზლონგებზე რბილი და ადვილად შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება, ყოველი გამოყენების შემდეგ შეზლონგებს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აუზებისა და სპორტდარბაზების გახსნა შესაძლებელი ხდება.

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები საქართველოში კორონავირუსის საფრთხის გამო თითქმის ოთხი თვეა დახურულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG