Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგრადში საპროტესტო აქციებია, კორონავირუსის გამო შეზღუდვების დაბრუნების პერსპექტივის გარშემო


ბელგრადის ცენტრში დემონსტრანტებმა მოიყარეს თავი, რათა პროტესტი გამოეთქვათ პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებაზე, რომ COVID-19-ის შემთხვევების მატების გამო ქვეყანაში ბრუნდება მკაცრი შეზღუდვები ხალხის თავშეყრაზე და შაბათ-კვირას აღდგება ე.წ. ლოკდაუნი.

შეხლა-შემოხლა მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტების ჯგუფს შორის, რომლებიც შეეცადნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დემონსტრაციაში მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა მოქალაქემ, მას შემდეგ, რაც ვუჩიჩმა 7 ივლისს განაცხადა, რომ დედაქალაქში ვითარება მძიმეა და საავადმყოფოები თითქმის გადაივსო. დემონსტრანტების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა მთავრობის მიერ კრიზისთან გამკლავებაზე და ვუჩიჩს გადადგომისკენ მოუწოდებდა.

XS
SM
MD
LG