Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანქანის "ძველი ნომრების" გამოყენების ვადა გახანგრძლივდა


სატრანსპორტო საშუალების ძველი სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა 2021 წლის 31 მარტამდე გახანგრძლივდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სივრცეში სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის მსურველ მოქალაქეთა მომატებული რაოდენობის და ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით კანონში განხორციელდა ცვლილება, რომელიც გულისხმობს ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მოქალაქეებს ნომრების შეცვლის ვალდებულება 2020 წლის პირველ სექტემბრამდე ჰქონდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG