Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოველი დეპუტატისა და „ღია რუსეთის“ ოფისებში დილიდან ჩხრეკა მიმდინარეობს


დილიდან პოლიციის თანამშრომლები მოსკოვის მუნიციპალიტეტის დეპუტატის, იულია გალიამინას, МБХ медиа-ს შეფ-რედაქტორის, სერგეი პროსტაკოვისა და „ღია რუსეთის“ კოორდინატორების - ტატიანა უსმანოვასა და ოლგა გორელიკის ოფისებსა და სახლებში ჩხრეკას ატარებენ.

ცნობილია, რომ ეს ორი, უსმანოვა და გორელიკი, როგორც კომპანია „არას“ წევრები, რუსეთის საკონსტიტუციო შესწორებების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ.

„ღია რუსეთში“ აცხადებენ, რომ უსმანოვას, გორელიკისა და პროსტაკოვის ჩხრეკა კომპანია „იუკოსის“ წინააღმდეგ 2003 წელს აღძრული საქმის ფარგლებში მოხდა.

იულია გალიამინამ ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ მის ადვოკატს არ აძლევენ ბინაში შევლის უფლებას სადაც ჩხრეკა ტარდება. პოლიციის მისვლის დროს სახლში იმყოფებოდა მხოლოდ მისი შვილი, რომელსაც არ სურთა პოლიციისათვის კარების გაღება.

ჩხეკა ტარდება ასევე „ღია რუსეთის“ ოფისში.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ანდრეი პივოვაროვი და კოორდინატორი მარია კუზნეცოვა, სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფმა უშიშროების თანაშრომლებმა ოფისთან დააკავეს და შენობის შიგნით შეიყვანეს.

„მათთან ჯერჯერობით კავშირი არ გვაქვს“, - ნათქვამია ორგანიზაციის შეტყობინებაში.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ გავრცელებულა ცნობა ჩხრეკის ოფიციალური მიზეზების თაობაზე.

XS
SM
MD
LG