საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც საქართველოს ნაკრების წევრები მხარდაჭერას უცხადებენ თორნიკე შენგელიას. ნაკრების კაპიტანსა და მოსკოვის „ცსკას” შორის სამწლიანი კონტრაქტის გაფორმებას ქართველი გულშემატკივრების ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა. შენგელიას გადაწყვეტილება ბევრმა გააკრიტიკა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
კაპიტნის მხარდამჭერ კალათბურთელთა შორის არიან გიორგი ცინცაძე და მანუჩარ მარკოიშვილი, რომლებსაც თავადაც უთამაშიათ „ცსკას” რიგებში: ცინცაძეს - 2003-2004 წლებში, ხოლო მარკოიშვილს - 2014-2015 წლებში.