Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში, ჯართის ჩამბარებელ პუნქტზე აფეთქებას კაცი ემსხვერპლა


ქალაქ რუსთავში, ჯართის ჩამბარებელ პუნქტზე, აფეთქების შედეგად კაცი დაიღუპა.

კვირას, დაახლოებით 3 საათზე, ბალანჩივაძის 7 ნომერში, ჯართის ჩამბარებელ პუნქტზე, 30 წლამდე კაცი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, ჯართს ჭრიდა, რა დროსაც აფეთქება მოხდა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება. ადგილზე ელოდებიან განმაღმველებს.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, რომელიც ადგილზეა, ამბობს, რომ ტერიტორია დაკეტილია და საშიშროების გამო იქ არავის უშვებენ. ასევე, მიმდინარეობს კომპანიის წარმომადგენლების გამოკითხვა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სს კოდექსის 240-ე მუხლით აწარმოებს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG