Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პრეზიდენტი: დანაშაული არ ჩამიდენია


კოსოვოს პრეზიდენტმა, ჰაშიმ ტაჩიმ დაასრულა ოთხდღიანი გამოკითხვის პროცედურა, რომელიც მას ჩაუტარეს ჰააგაში, საერთაშორისო სასამართლოს პროკურორებმა.

როცა ტაჩიმ 16 ივლისს სასამართლო დატოვა, განაცხადა, რომ გამოკითხვები პროდუქტიული იყო. „თუ პროკურორები და მოსამართლე ჩემს ჩვენებას მიუკერძოებლად განიხილავენ, თუ ისინი ამას მიუკერძოებლად, პროფესიულად და სამართლიანად გააკეთებენ, იოლად დაასკვნიან, რომ მე დანაშაული არ ჩამიდენია“.

კოსოვოს სპეციალისტთა პალატამ მოულოდნელად გამოაცხადა 24 ივნისს, რომ ტაჩი და სხვა ცნობილი პირები კოსოვოდან ბრალდების სუბიექტები და ეჭვმიტანილები არიან სერიოზულ დანაშაულში, „თითქმის ას მკვლელობაში“, ადამიანების იძულებით გაუჩინარებასა და წამებაში.

სერბეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით მიმდინარე კოსოვოს ომის დროს, 1990-იან წლებში, ტაჩი კოსოვოს განთავისუფლების არმიის მეთაური იყო.

წაყენებული ბრალდებები ტაჩიმ უარყო და კოსოვოელებს მიმართა, რომ თუ გაასამართლებენ, დაუყოვნებლივ გადადგება და ბრალდებებს უპასუხებს.

ტაჩიმ დაიცვა თავისი წარსული და თქვა, რომ ეამაყება, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობისთვის იომა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG