Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექვსი წლის ბიჭუნას კრივში მსოფლიოს ჩემპიონის საპატიო ტიტული მიენიჭა


მსოფლიოს კრივის საბჭომ (WBC) ამერიკელ ბრიჯერ უოკერს მსოფლიოს საპატიო ჩემპიონის ტიტული მიანიჭა. ექვსი წლის ბიჭუნა რამდენიმე დღის წინ გაიცნო ხალხმა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ძაღლის თავდასხმისგან გადაარჩინა უმცროსი და. მას შემდეგ რაც გერმანულმა ნაგაზმა გოგონას შეუტია, ბრიჯერი მათ შორის ჩახტა და ცხოველს თავად დაუპირისპირდა. შედეგად, მძიმე დაზიანებები მიიღო და სახეზე 90 ნაკერის დადება დასჭირდა.

„გვაქვს პატივი, ექვსი წლის ბრიჯერ უოკერი WBC-ის ვერსიით მსოფლიოს საპატიო ჩემპიონად დავასახელოთ. ბრიჯერ შენ გმირი ხარ“ - დაწერა მსოფლიოს კრივის საბჭომ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG