Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიარაღებულმა პირმა მძევლად აიყვანა 20 კაცი უკრაინის ქალაქ ლუცკში


დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ხელთ იგდო ავტობუსი და მძევლად აიყვანა დაახლოებით 20 ადამიანი.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ქალაქის ცენტრი, სადაც თავდამსხმელითა და მძევლით სავსე ავტობუსია გაჩერებული, ალყაშემორტყმულია პოლიციით.

გამტაცებლის ვინაობა დადგენილია, მაგრამ პოლიცია არ ახდენს მის იდენტიფიცირებას.

სოციალურ ქსელში იგი წერდა „სისტემით უკმაყოფილების“ შესახებ.

პოლიციამ სცადა გამტაცებელთან დაკავშირება, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია მისი მოთხოვნები.

პოლიციის ცნობით, გამტაცებელი შეიარაღებულია ცეცხლსასროლი იარაღითა და ასაფეთქებელი მოწყობილობით.

ავტობუსის შეპყრობის დროს მან რამდენჯერმე გაისროლა.

უცნობია, არიან თუ არა ავტობუსის მგზავრებს შორის დაშავებულები.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ გაემგზავრა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი.

მძევლების კრიზისი უშუალოდ ჰყავს აყვანილი კონტროლზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG