Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა მილიონობით დოზა კორონავირუსის სავარაუდო ვაქცინა შეუკვეთა ორ ფარმაცევტულ კომპანიას


აშშ მზად არის 100 მილიონი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად გერმანული ფარმაცევტული კომპანია Biontech-ისა და ამერიკული Pfizer-ისგან მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პანდემია ქვეყანაში რთულდება.

კომპანიებზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობით, აშშ მზად არის, კორონავირუსის ვაქცინაში გადაიხადოს 2 მილიარდი დოლარი.

ვაქცინას აშშ-ის მოსახლეობა სავარაუდოდ წლის ბოლოს მიიღებს უფასოდ, თუ ცდები წარმატებით ჩაივლის და კომპანიები მიიღებენ უფლებას, რომ დაიწყონ პრეპარატის გადაუდებელი წარმოება.

ტრამპმა 21 ივლისს თქვა, რომ არის წინსვლა ვაქცინის და მკურნალობის სფეროებში და გამოაცხადა, რომ აშშ-ის ზოგიერთი შტატი „ძალიან კარგად არის“.

მან ამერიკელებს პირბადეების ტარებისკენ მოუწოდა, რაც შემობრუნებას წარმოადგენს, რადგან ის თვითონ თვეების განმავლობაში უარს ამბობდა ნიღბის ტარებაზე. ახლა ტრამპმა განაცხადა, რომ პირბადეს „აქვს ზემოქმედება“.

ტრამპის ბრიფინგი ჩატარდა მაშინ, როცა აშშ-ში კოვიდ-19-ის ინფექციამ ერთ დღეში ათასი ადამიანი იმსხვერპლა.

ასეთივე ვითარებაა სხვა ქვეყნებში, სადაც ვირუსის აფეთქებები მოხდა და ცდილობენ, შეაჩერონ მისი გავრცელება. ავსტრალიაში, მელბურნის მცხოვრებლები 22 ივლისიდან ვალდებული არიან, კვლავ ნიღბები ატარონ, მექსიკაში 24 ათასი ადამიანი დაიღუპა, ბრაზილიაში ბოლო 24 საათში აღირიცხა 41 ათასი დადასტურებული შემთხვევა და 1400 დაღუპული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG