Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკელმა სენატორებმა შეიმუშავეს კანონპროექტი ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის წინააღმდეგ


სენატორი მიტ რომნი
სენატორი მიტ რომნი

22 ივლისს სენატის რესპუბლიკელმა წევრებმა საკანონმდებლო ორგანოში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ცნობილია, როგორც ჩინეთთან დაკავშირებით ვაჭრობის, რეგიონული ალიანსებისა და ტექნოლოგების განმტკიცების, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინიციატივების შესახებ სტრატეგიული აქტი.

რესპუბლიკელების ამ ინიციატივამდე ერთი დღით ადრე სენატის დემოკრატიულმა ფრთამ მოუწოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, რათა მიიღოს ზომები ჩინეთის მზარდი ციფრული გავლენების წინააღმდეგ.

„იმ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა, რომელსაც ჩინეთი უქადის ჩვენს ფუნდამენტურ ფასეულობებს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფალ მეწარმეობას, - 21-ე საუკუნეში ჩვენ წინაშე მდგარ მთავარ ამოცანას წარმოადგენს “, - განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა მიტ რომნიმ, სენატის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც ამ კანონპროექტის თანაავტორია.

კანონპროექტი წინ უნდა აღუდგეს მსოფლიო ბაზრების რყევისკენ მიმართულ ჩინეთის ძალისხმევას, რაც გულისხმობს ასევე ინტელექტუალური საკუთრების მოპარვასა და სახელმწიფო სუბსიდიების დაუფლებას; დოკუმენტი ასევე გულისხმობს ჩინეთის ტექნოლოგიური კონკურენციისადმი წინააღმდეგობის გაწევას მოკავშირეებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობით და პეკინის გავლენისგან საერთაშორისო ინსტიტუტების დაცვას.

21 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა, რომ ვაშინგტონი ესწრაფვის საერთაშორისო კოალიციის შექმნას, რომელიც წინ უნდა აღუდგეს ჩინეთის გავლენას.

მაიკ პომპეო, რომელიც ამ კვირაში ევროპის ქვეყნების დედაქალაქებს სტუმრობს, ჩინეთს ადანაშაულებს კორონავირუსის პანდემიის საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG