Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამოქმედება არ ატარებს სავალდებულო ხასიათს - საგარეო სამინისტრო აშშ-ის დახმარების 15%-ით შესაძლო შემცირების ჩანაწერზე


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტის დამტკიცების საკითხზე გავრცელებულ ინფორმაციაში შენიშნავს, რომ კანონპროექტი კვლავ ითვალისწინებს საქართველოსთვის სოლიდურ ფინანსურ დახმარებას, რომელიც $132, 025,000 მლნ დოლარს აღწევს. რაც შეეხება ამ თანხის შესაძლო 15%-იან კლებას, სამინისტროს ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ „კანონპროექტის თანახმად, თანხის 15%-ის გადაცემა სავალდებულო არ არის, სანამ სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და კომიტეტებს არ წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის კუთხით”, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ჩანაწერი კონგრესის საზედამხედველო ფუნქციით არის ნაკარნახევი და მისი ამოქმედება არ ატარებს სავალდებულო ხასიათს.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, საგარეო საქმეთა სამინისტრო შენიშნავს, რომ იმ საკითხებში, რომლის თაობაზე კონგრესი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ითხოვს, საქართველო პროგრესირებს, რაც აღიარებულია თავად საერთაშორისო საზოგადოებისა და ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ დოკუმენტს ჯერ საბოლოო სახე არ მიუღია:

„საბოლოო ტექსტის დამტკიცებამდე (კანონის მიღებამდე) რამდენიმე ეტაპია გასავლელი, კერძოდ, ამჟამად აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს კანონპროექტის საკუთარი ვერსია, რომლის შემდგომ ორივე პალატის ვერსია უნდა შეჯერდეს ე.წ. კონფერენციაზე. შეჯერებული ტექსტს კენჭს უყრის აშშ-ის კონგრესის სრული შემადგენლობა და დამტკიცების შემდგომ კანონპროექტი გადაეგზავნება აშშ-ის პრეზიდენტს ხელმოსაწერად”, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 24 ივლისს 224 ხმით, 189 ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ. კანონპროექტში საქართველოს შესახებაცაა საუბარი.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოსთვის 2021 წელს დახმარების სახით გათვალისწინებულია არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარი.

კანონის ტექსტის თანახმად, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირი დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის 15% შესაძლოა არ გაიცეს და ეს დამოკიდებული იქნება სახელმწიფო მდივნის შეფასებებზე - დგამს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ეფექტიან ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და კორუფციის დასაძლევად.

ასევე ნახეთ:

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც საქართველომ შეიძლება აშშ-ის დახმარების 15% ვერ მიიღოს

2021 წელს საქართველოს მიერ აშშ-ის დახმარების სრულად მისაღებად შესაძლოა "ოლიგარქების ზეგავლენის" შეზღუდვაც გახდეს საჭირო

კუჭავა ოპოზიციაზე: ტყუილზე და დეზინფორმაციაზე ცდილობენ წინასაარჩევნო კამპანიის აგებას

სამადაშვილი: "ივანიშვილის კორუმპირებული მმართველობა საფრთხეს უქმნის დახმარებას დასავლეთიდან"

პროცესი აშშ-ის კონგრესში: ლაპარაკია საქართველოსთვის დახმარების შემცირებაზე

აშშ 2020 წლის აქტით საქართველოს 132 025 000 აშშ დოლარს გამოუყოფს

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG