Accessibility links

NDI: გამოკითხულთა 19%-ს ხალხური მედიცინა კორონავირუსთან საბრძოლველი ეფექტური გზა ჰგონია


გამოკითხული მოსახლეობიდან, თითქმის, ყოველი მეხუთე ადამიანი, 19 პროცენტი მიიჩნევს, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად ხალხური მედიცინა ეფექტური გზაა. ეს აჩვენა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევამ, რომელიც კორონავირუსსა და დეზინფორმაციაზე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს ასახავს.

ამ მოსაზრებას არ იზიარებს გამოკითხულთა უმრავლესობა, 78 პროცენტი.

"საბოლოო ჯამში, ცე ვიტამინი, ციტრუსი, [.. ] ნიორიც, საბოლოო ჯამში, არაყიც, ამინო მჟავები, იმუნიტეტის აწევა არის მთელი ხალხური მედიცინა. ეხლა, ფილტვები თუ გათიშა და ბრონქები თუ დაკეტა და ასე შემდეგ, ეხლა ბულიონი არ გიშველის, მაგრამ სანამ დახრჩობამდე მიხვალ, შეიძლება ალბათ რაღაც პრევენციის ჩატარება, არ ვიცი, ვერ გეტყვით დაზუსტებით", - ვკითხულობთ კვლევაში მოყვანილ ციტატას, რომელიც ფოკუსჯგუფში მონაწილე თბილისში დასაქმებულმა 47 წლის კაცმა თქვა.

კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1 550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG