Accessibility links

ადვოკატის თქმით, ექსპერტიზის ბიუროში ბაჩალიაშვილის კომპიუტერი დალუქული არ დახვდა


ადვოკატი მიხეილ რამიშვილი

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დატოვა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნის პროცედურას ესწრებოდა.

როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ბიუროში მისვლის დროს, მას კომპიუტერი დალუქული არ დახვდა, თუმცა ამოღებულია თუ არა იქიდან რაიმე სახის ინფორმაცია, ექსპერტიზის ბიუროსა და გამოძიების მიერ, რამიშვილი ვერ აკონკრეტებს. ადვოკატი ამბობს, რომ ამჟამად კომპიუტერში არსებული ინფორმაციის კოპირება მიმდინარეობს, რასაც, სავარაუდოდ, რამდენიმე საათი დასჭირდება.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 22 ივლისს მისი ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG