Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი დროშა დაამტკიცა


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა. ამისთვის მან გუშინ, 30 ივლისს ბრძანება გამოსცა.

"საქართველოს პრეზიდენტის დროშა არის კვადრატული ფორმის თეთრი ალამი. ალმის შუაგულში მოთავსებულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის ფარი, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. საქართველოს პრეზიდენტის დროშას შემოვლებული აქვს წითელი არშია წითელი კუწუბებით შიგნითა მხრიდან", - ვკითხულობთ დროშის აღწერაში.

პრეზიდენტმა ბრძანებაში მიუთითა, რომ დროშის დამტკიცების დროს იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, რომლის მიხედვითაც, თანახელმოწერა არ სჭირდება საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, რომელიც უკავშირდება მისი უფლებამოსილებების განხორციელების ორგანიზებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG