Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები აპროტესტებენ კოლეგების სამსახურიდან გათავისუფლებას


ბათუმში პროტესტს გამოხატავენ აჭარის ტელევიზიის შენობასთან. კოლეგებმა ტელევიზიიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლება გააპროტესტეს. „რომ გითხრათ, რაიმე რადიკალურად შეიცვალა, არა, ჩვენი პროტესტის მიზეზი ახლაც არის ის უსამართლო დამოკიდებულება, რაც დაიწყო მაუწყებელში ჯერ კიდევ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით, არც ერთი წამით არ შენელებულა და არ შესუსტებულა. ეს პროცესი, უფრო მეტად იკრეფდა ძალას და უფრო დიდი აგრესიით მიმდინარეობდა საკუთარი თანამშრომლების, ჟურნალისტების დევნა და შევიწროება, რომლებიც ქმნიდნენ ღირებულ პროდუქტს მაუწყებელში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციაზე მყოფმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა ირინა ყურუამ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ სამსახურიდან გაუშვა ბაჩო გურაბანიძე, გადაცემა „დილის ტალღის" დირექტორი, გიორგი მურვანიძე, აჭარის ტელევიზიის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი და გურამ ქადიძე, გრაფიკოს-მემონტაჟე.

ბაჩო გურაბანიძე და გიორგი მურვანიძე არიან ალტერნატიული პროფკავშირების აქტიური წევრები და 26 ივნისს გამართული აქციის ორგანიზატორები იყვნენ. ისინი გათავისუფლებას მათ აქტივობებს უკავშირებენ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის მიერ ისეთ საკადრო პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც სამსახურიდან დევნის პროფესიონალ კადრებს და ანგრევს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებს.

XS
SM
MD
LG