Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქსტატი: ივლისში, ივნისთან შედარებით, ფასები შემცირდა


საქსტატის დათვლით, ივლისში, ივნისთან შედარებით, საერთო ჯამში ფასები შემცირებულია. კლება 0,5 პროცენტია. ამის მიუხედავად, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი მაინც 5,7 პროცენტია.

ფასების კლებაზე გავლენა იქონია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების (1,6%), ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა (4%) და ტრანსპორტის (1%) გაიაფებამ.

2020 წლის ივნისში, მაისთან შედარებით ინფლაციის დონე იყო -1,4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ შეადგინა 6,1%

ბოლო ერთ თვეში ფასის კლების მიუხედავად, ბოლო ერთ წელში საქართველოში (11,5%) სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა. ფასი შედარებით ნაკლებად ალკოჰოლური სასმელსა (9%) და ტრანსპორტზე (9,3%) გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG