Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

SpaceX-ის კოსმოსურმა ხომალდმა თავისი პირველი გაფრენა დაასრულა და ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნდნენ


Crew Dragon-ის დაფრენა წყალზე
Crew Dragon-ის დაფრენა წყალზე

კოსმოსური ხომალდი Crew Dragon-ი, რომელიც კორპორაცია SpaceX-ს კუთვნილებაა, დედამიწაზე დაბრუნდა. მექსიკის ყურეში დაშვებით დასრულდა პილოტირებული გაფრენა. ამერიკელი ასტრონავტები, დაგლას ჰარლი და ბობ ბენკენი თავს ნორმალურად გრძნობენ.

ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მომუშავეებს შეუერთდნენ 31 მაისს. ერთი დღით ადრე Crew Dragon-ი წარმატებით გაიყვანა ორბიტაზე Falcon 9-მ, რომელიც სტარტი აიღო კანავერალის კოსმოდრომიდან.

წყალზე ბოლო დაშვება განახორციელა „აპოლონის“ ეკიპაჟმა, რომელიც 1975 წელს მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის და აშშ-ის ერთობლივ კოსმოსურ გაფრენაში, „სოიუზ-აპოლონის“ მისიაში.

მას მერე, ამერიკელი ასტრონავტები კოსმოსში დაფრინავდნენ მრავალჯერადი რაკეტებით, ან რუსული ხომალდებით.

Crew Dragon-ის გაფრენა იყო პირველი პილოტირებული აშშ-ის ტერიტორიიდან ცხრა წლის განმავლობაში.

ამასთან, ეს იყო პირველი პილოტირებული გაფრენა კერძო კოსმონავტიკის ისტორიაში.

ეს მისია იყო ილონ მასკის კორპორაციის, SpaceX-ის გამოცდა. თუ გაფრენის შედეგები მიჩნეულ იქნება წარმატებულად, Crew Dragon-ი დედამიწასა და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს შორის შორის მიმოსვლის მთავარი საშუალება გახდება.

NASA გაისად გეგმავს SpaceX-ის კონკურენტის, Boeing-ის Starliner-ის კოსმოსში გაშვებას. უკვე წელს განხორციელდება ამ ხომალდის უპილოტოდ გაფრენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG