Accessibility links

სტიქიით დაზარალებულმა კაბალელებმა საპროტესტო აქცია გამართეს


სტიქიით დაზარალებული კაბალელების აქცია სოფლის საზოგადოებრივ ცენტრთან

წუხანდელმა სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი კაბალიც დააზარალა. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე კაბალი ჯებირებიდან ბოლო თვენახევრის განმავლობაში მეორედ გადმოვიდა. დატბორილია მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ათეულობით ოჯახს ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა გაუნადგურდა.

მოსახლეობის ნაწილმა ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა კაბალის საზოგადოებრივ ცენტრთან. მათი განცხადებით, ბოლო ხანს უკვე მეორედ დაზარალდნენ, ფინანსურ დახმარებას საჭიროებენ, თუმცა, ხელისუფლება უარს ეუბნება.

აქციის მონაწილეებს შეხვდა ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი, რომელიც დაპირდა, რომ ზარალს აღწერენ და ამის შემდეგ იმსჯელებენ, შესაძლებელი იქნება თუ არა დახმარების გაწევა. მდივნიშვილის ამ განცხადების შემდეგ აქცია დაიშალა, თუმცა, კაბალის მცხოვრებნი ამბობენ, რომ თუ ფინანსურად არ დაეხმარებიან, საპროტესტო აქციას გააგრძელებენ.

წუხელ მოსულმა ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები ბაისუბანი და მსხალგორიც დააზარალა. რამდენიმე სახლს სახურავი ნაწილობრივ გადახდილი აქვს. განადგურებულია მოსავლის ნაწილი. ერთ-ერთი ფერმერის ინფორმაციით, 40 ტონამდე საზამთრო დაესეტყვა და მთელი წლის შემოსავალი დაკარგა. მოსახლეობის ნაწილს მოსავალი დაზღვეული აქვს. ასეთ ოჯახებში სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს ელოდებიან.

სტიქიამ კახეთში დააზარალა ათეულობით ოჯახი
please wait

No media source currently available

0:00 0:01:55 0:00

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG