ფეისბუკმა და ტვიტერმა მოხსნეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და მისი საარჩევნო კამპანიის პოსტები კორონავირუსის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების საწინააღმდეგო პოლიტიკის დარღვევის გამო.
ფეისბუკმა პრეზიდენტის ანგარიშიდან წაშალა ვიდეო, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბავშვები „თითქმის იმუნური“ არიან ახალი კორონავირუსის მიმართ. Fox News-ის ინტერვიუდან მოკლე ვიდეო კლიპი მოიხსნა, რადგან ის შეიცავდა „მავნე ინფორმაციას კოვიდის შესახებ“ და არასწორად ამტკიცებდა, რომ ბავშვები იმუნური არიან ვირუსის მიმართ, განაცხადა ფეისბუკმა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სოციალური მედიის გოლიათმა მოხსნა პრეზიდენტის პოსტი შინაარსის წესების დარღვევის გამო.
ჯანმრთელობის დაცვის მუშაკები ამბობენ, რომ ბავშვებს არ აქვთ იმუნიტეტი კორონავირუსის მიმართ, თუმცა სიკვდილიანობა მათ შორის დაბალია მოზრდილებთან შედარებით. ბავშვები და მოზარდები ასევე ავადდებიან ინექციით და შეულიათ ვირუსი სხვებს გადასდონ.
ტვიტერმა ტრამპის ოფიციალური საარჩევნო კამპანიის ანგარიშის მოქმედება დროებით შეაჩერა ტვიტის გამო, რომელიც შეიცავდა იმავე ვიდეოს და განაცხადა, რომ კლიპი უნდა მოიხსნას, სანამ შემდგომი ტვიტის გამოქვეყნების ნებართვას მისცემდნენ.
თეთრს სახლში ბრიფინგზე ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ “ვირუსი წავა“, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ინფიცირებულთა უდიდესი რაოდენობაა მსოფლიოში და ის 4,8 მილიონს აღწევს, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 158 ათასია.
როცა აშშ ვირუსის გავრცელებას ებრძვის, ევროპამ გაამკაცრა შეზღუდვები შეშფოთების გამო, რომ ვირუსი ნელ-ნელა ბრუნდება. სამხრეთი საფრანგეთის ქალაქ ტულუზში პირბადეები კვლავ სავალდებულო გახდა და სხვა ქალაქებიც აპირებენ მსგავსი ზომების გატარებას. ნიდერლანდში ნიღბების ტარება სავალდებულო გახდა როტერდამსა და ამსტერდამში.