Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე: მედვედევის განცხადებები არ მიკვირს, საზიანო ხელისუფლების გაკეთებული განცხადებებია


„ეს განცხადება არ მიკვირს რუსეთის ხელისუფლებისგან, რომელიც ცდილობს, რომ საქართველოს დააბრალოს და თვითონ გამართლდეს. მაგრამ, ვისურვებდი, რომ საქართველოს ხელისუფლება არ მონაწილეობდეს იმ პროცესში, როდესაც ხდება საქართველოს მხარეზე ბრალის გადმოტანა“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის განცხადებას.

ბაქრაძის თქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, მზად არის, რომ რუსეთს პასუხისმგებლობა მოუხსნას და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე თავის მართლება გაუმარტივოს.

დმიტრი მედვედევმა 8 აგვისტოს „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ 12 წლის წინათ რუსეთმა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ ქმედებებს უპასუხა, რომელმაც, არსობრივად, ომი გამოუცხადა რუსეთის ფედერაციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG