Accessibility links

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მესტიაში 5 ეპიდემიოლოგიური ჯგუფი მუშაობს


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მესტიაში 5 ეპიდემიოლოგიური ჯგუფი მუშაობს. ამის შესახებ მან მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ მესტიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 16 შემთხვევა გამოვლინდა.

"მე მაქვს კონკრეტული შეხვედრა ჩვენს საბჭოში და საბჭოში მივიღებთ გადაწყვეტილებას დამატებითი ქმედების შესახებ", - თქვა მან.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 25 პირს დაუდგინდა. ამით ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 1 250-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG