Accessibility links

ტიკარაძე მესტიის ჩაკეტვაზე: ეს არ არის პიკი, პიკს ველოდებით შემოდგომაზე


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვა ქვეყანაში კორონავირუსის პიკზე არ მიანიშნებს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

"ეს არ არის ის შესაძლო პიკი, რომელსაც ველოდებით შემოდგომაზე. კვლავ ვადასტურებ, რომ ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები, ველოდებით გამწვავებას და აქედან გამომდინარე არის მაქსიმალური ინფორმირება ჩვენი მოსახლეობის", - თქვა მინისტრმა.

ბოლო 24 საათში მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 16 პირს დაუდასტურდა. ამ მიზეზით დილიდანვე შეიკრიბა საკოორდინაციო საბჭო და მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG