Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მთავრობამ გააფორმა შეთანხმება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად


აშშ-ის ჯანდაცვის და თავდაცვის სამინისტროებმა გამოაცხადეს, რომ კომპანია Moderna-სთან ხელმოწერილია შეთანხმება COVID-19-ის საწინააღმდეგო, 100 მილიონი დოზა ვაქცინის წარმოების და მიწოდების შესახებ.

ვაქცინის გამოყენება მას შემდეგ დაიწყება, რაც ოფიციალურ ნებართვას გასცემს საკვები პროდუქტების და მედიკამენტების ხარისხზე მეთვალყურეობის სააგენტო. Moderna ვაქცინაზე მუშაობს კომპანია Pfizer-თან ერთად.

აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრ ალექს აზარის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 2021 წლის დასაწყისისთვის ქვეყანას ჰქონდეს სულ მცირე ერთი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა.

აშშ-ის მთავრობა დამატებით 400 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს, ვაქცინაცია კი უფასო იქნება. ფედერალურმა მთავრობამ უკვე 12 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა 6 პოტენციური ვაქცინის შესამუშავებლად. Moderna-ს გარდა აშშ-ის მთავრობა თანამშრომლობს კომპანიებთან Sanofi, GlaxoSmithKline და Johnson& Johnson.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, სამი ამერიკული ვაქცინა უკვე გადის კლინიკური გამოცდის ბოლო ეტაპს.

11 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ ქვეყანაში ოფიციალურად დაარეგისტრირეს კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა "Спутник V", რომელიც მდგრად იმუნიტეტს აყალიბებს. რუსული ვაქცინის მიმართ ეჭვი გამოთქვეს ევროპელმა და ამერიკელმა სპეციალისტებმა და ჯანდაცვის სახელმწიფო სტრუქტურებმა. ეჭვის უმთავრესი საფუძველია ის გარემოება, რომ რუსეთში დარეგისტრირებულ ვაქცინას არ გაუვლია საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი გამოცდის საბოლოო, მესამე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს ვაქცინის გამოცდას რამდენიმე ათას ადამიანზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG