Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარიამ ჭორი უწოდა ცნობებს ყაზბეგში მოსალოდნელი შეზღუდვების შესახებ


ყაზბეგი
ყაზბეგი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ყაზბეგსა და ლარსის გამშვებ პუნქტზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება.

„რაღაც ჭორებიც ვრცელდებოდა სხვადასხვა მედიასივრცეებში, რომ მთავრობა აპირებს ასევე, ყაზბეგში შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ არანაირი რისკი არ არსებობს“, - თქვა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეს არის მხოლოდ ჭორები და ყაზბეგში შეზღუდვების დაწესებას არ აპირებენ.

ბოლო დღეებში ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე კორონავირუსის ხუთი შემთხვევა დადასტურდა.

მესამე დღეა შეზღუდვები მოქმედებს მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც უკვე გამოვლენილია კორონავირუსის 30-მდე შემთხვევა.

XS
SM
MD
LG