Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში COVID 19-ის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, 15 ახალი დადასტურებული შემთხვევის ჩათვლით, ამჟამად საქართველოში 1321 დადასტურებული შემთხვევა აღირიცხება.

„15 ახალი დადასტურებული შემთხვევის განაწილება ასეთია: 9 შემთხვევაა მოგზაურობა ეპიდაფეთქების ზონაში (სვანეთში), 4 შემთხვევა გახლავთ კონტაქტები მანამდე დადასტურებულ შემთხვევებთან, 1 შემთხვევა შემოტანილია სატვირთო ავტომანქანის მძღოლის მიერ და კიდევ 1 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“ - განაცხადა ეზუგბაიამ ინფექციურ საავადმყოფოსთან გამართულ ბრიფინგზე.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა და 188-ს შეადგენს. ამასთან, სამკურნალო ცენტრებში კვლავაც რჩება 216 პაციენტი. აქედან კრიტიკულია 6 პაციენტის მდგომარეობა, ხოლო 19-ის მდგომარეობა მძიმეა.

XS
SM
MD
LG