Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 15-ით გაიზარდა


გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 15-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა.

STOPCOV.GE-ზე ასახული მონაცემების მიხედვით, ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1336-ია.

ოფიციალური ინფორმაციით, ჯერჯერობით არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 1088-ს შეადგენს, გარდაცვლილია 17 ინფიცირებული.

აღნიშნული მონაცემების თანახმად, 16 აგვისტოს დილისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7597 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი 249.

XS
SM
MD
LG