Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის ოპოზიციის მომხრეთა და სოლიდარობის აქციები მოეწყო ბელარუსის, ასევე მსოფლიოს ქალაქებში


ბელორუსის ოპოზიციის მომხრეთა აქცია პრაღაში
ბელორუსის ოპოზიციის მომხრეთა აქცია პრაღაში

16 აგვისტოს ბელარუსის ოპოზიციის მხარდამჭერი მსხვილი საპროტესტო აქციები დედაქალაქ მინსკის გარდა, სადაც ათეულ ათასობით მოქალაქე გავიდა ქუჩებში, გაიმართა ამ ქვეყნის ქალაქებში, მათ შორის, ვიტებსკში, ჰომელში, ჰროდნოსა და შკლოვში.

მონაწილეები მოითხოვენ ბიულეტენების ხელმეორედ დათვლას და პროტესტს გამოთქვამდნენ სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ.

ბელარუსის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ჰომელში ეთხოვებოდნენ ალიაქსანდრ ვიჰორს, რომელიც საპროტესტო გამოსვლების დროს დააკავეს, რის შემდეგაც გარდაიცვალა. ვიჰორის სახლთან ასეულობით მოქალაქემ მიტანა ყვავილები და გვირგვინები. მიიტანეს

გავრცელდა ინფორმაცია ბელორუსში საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ სოლიდარობის შეხვედრები სხვა ქვეყნებში, უკრაინაში, გერმანიის ქალაქ კიოლნში, სამხრეთ კორეაში და მალტაზე.

აქცია გაიმართა ასევე პრაღის ცენტრში

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG