ესპანეთის ჩემპიონატსა და უეფას ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობების შემდეგ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონის“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი გადააყენა. ამის შესახებ განცხადება კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა ხოსეპ ბარტომეუმ უკვე ოფიციალურად დაადასტურა.
ბარტომეუმ ჟურნალისტებს სეტიენის შესაძლო შემცვლელებიც ჩამოუთვალა - მაურისიო პოჩეტინო, რონალდ კუმანი და ჩავი. ესპანეთის სპორტული სააგენტოების ცნობით კი, ამ სამ კანდიდატს შორის ფავორიტი კუმანია, რომელთანაც, სავარაუდოდ, უკვე დაწყებულია მოლაპარაკება კონტრაქტის დეტალებთან დაკავშირებით.
„ბარსელონა“ 2019-2020 წლების სეზონში ესპანეთში მეორე ადგილს დასჯერდა, ჩემპიონთა ლიგას კი მეოთხედფინალიდან გამოეთიშა მიუნხენის „ბაიერნთან“ დიდი ანგარიშით (2:8) წაგების შემდეგ.