Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოში ახალი ელჩი დანიშნა


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გაიწვია დურსუნ ჰასანოვი. ამის შესახებ ალიევის განკარგულებაზე დაყრდნობით წერს სააგენტო „აპა“.

პრეზიდენტმა ალიევმა საქართველოში ელჩად დანიშნა ფაიგ გულიევი, რომელიც მანამდე აზერბაიჯანულ დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

XS
SM
MD
LG