ოპოზიციური პარტიები ხმების ურთიერთდაცვის მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდა. ამის შესახებ "ლეიბორისტულ პარტიაში" გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
"მიღებულ იქნა დეკლარაცია ხმების ურთიერთდაცვაზე. ესეც ისტორიული გადაწყვეტილებაა ოპოზიციისა და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის პოლიტიკური ძალები გაერთიანებული არიან იმისკენ, რომ ვერავინ შეძლოს გაყალბება, ქვეყნის უზურპაცია, რომ ქართველებმა დაიბრუნონ მმართველობა თავის ქვეყანაში. თუ ხელისუფლება ამას არ გაიგებს და ვერ გაიგებს, მაშინ გაიხედოს მინსკისკე, რა ხდება", - თქვა ნათელაშვილმა.
პარტიაში რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს დააზუსტეს, რომ შეთანხმებას მოაწერს ყველა პარტია ხელს იმის მიუხედავად, დადიან თუ არა მათთან შეხვედრებზე.