Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის დამოუკიდებლობის დღეს ქაბულში სარაკეტო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაშავდა


ავღანეთის ოფიციალურ პირთა თანახმად, სულ მცირე ათი ადამიანი დაშავდა სარაკეტო თავდასხმების შედეგად ქაბულის საცხოვრებელ და დიპლომატიურ რაიონში ქვეყნის დამოუკიდებლის 101-ე წლისთავის აღნიშვნის დღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, 18 აგვიტოს 14-მდე რაკეტა იქნა გატყორცნილი ორი ავტომანქანიდან და ორი ეჭვმიტანილი დააკავეს.

აფეთქებებმა შეარყია მთავარი დიპლომატური რაიონი, რომელიც, თვითმხილველთა თქმით, სწრაფად გადაკეტეს, საელჩობის თანამშრომლებმა კი თავშესაფარს მიაშურეს. ერთ-ერთი რაკეტა ჩამოვარდა საპატიო ყარაულის მახლობლად სასახლის წინ. მომხდარისთვის არცერთ ჯგუფს არ აუღია პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.

ინციდენტი მოხდა მაშინ, როცა აშშ-ს ჯარები გაჰყავს ავღანეთიდან და ცდილობს ხელი შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას თალიბებსა და ავღანეთის მთავრობას შორის, რომელსაც დასავლეთი უჭერს მხარს. თალიბანის წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ არაფერი იცის თავდასხმების შესხებ. წარსულში ეროვნული დღესასწაულის დროს რაკეტებით იერიში განახორციელა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მოკავშირემ.

ცნობით, რაკეტები ჩამოვარდა მალევე მას მერე, რაც ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ გვირგვინი მიიტანა თავდაცვის სამინისტროში „დამოუკიდებლობის მინარეთთან“, რითაც აღინიშნა ავღანეთის დამოუკიდებლობისთვის 1919 ომის, ასევე ცნობილი, როგორხც ბრიტანეთ-ავღანეთის ომის, დასრულება. კონფლიქტის შედეგად აღდგა ავღანეთის სრული დამოუკიდებლობა ბრიტანეთის მხრიდან ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ათწლიანი კონტროლის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG