18 აგვისტოს საღამოს გაიზარდა კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გორში. კიდევ ერთი მოქალაქის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის განყოფილების ხელმძღვანელმა ეკა ქორჩაშვილმა განაცხადა, რომ ინფიცირებულია სამხედრო ჰოსპიტლის ექთნის ოჯახის წევრი, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. თავად ექთანს კორონავირუსი 11 აგვისტოს დაუდგინდა. მისი ინფიცირების წყაროდ მიჩნეულია ჰოსპიტლის ექიმი, რომელსაც კორონავირუსი 7 აგვისტოს დაუდასტურდა.