Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სექტემბერში, სანაკრებო საფეხბურთო მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება


საქართველოს ეროვნული ნაკრები
საქართველოს ეროვნული ნაკრები

უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბერში, სანაკრებო შეხვედრებზე მაყურებლის დასწრება აკრძალული იქნება. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს იმსჯელა, საერთაშორისო ვიდეოკონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობა უეფას წევრი 55 ევროპული ქვეყნის ფედერაციის წარმომადგენლებმა მიიღეს. მათ შორის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმაც.

მაყურებლებზე შეზღუდვა შეეხება როგორც ეროვნული, ისე ახალგაზრდული ნაკრებების თამაშებს. შესაბამისად, უკვე დაზუსტებით შეიძლება იმის თქმა, რომ 8 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას ცარიელი ტრიბუნებით დაუხვდება. ასევე გულშემატკივრების გარეშე გაიმართება 4 სექტემბერს გასამართი შეხვედრა საქართველოსა და საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრებებს შორის.

ოქტომბერში დაგეგმილი სანაკრებო მატჩების შესახებ უეფა გადაწყვეტილებას სექტემბერში მიიღებს, მორიგ ერთობლივ ვიდეოკონფერენციაზე.

XS
SM
MD
LG