Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა შავგულიძემ "თავისუფალი დემოკრატები" დატოვა


პარტია "თავისუფალ დემოკრატები“ დატოვა მისმა თავმჯდომარემ, შალვა შავგულიძემ.

„ეს გადაწყვეტილება პარტიაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ მიმაღებინა", - თქვა შავგულიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. მან ფეისბუკის პირად გვერდზეც გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება, რომელშიც მთავარ მიზეზად დასახელებულია გამგეობის უმრავლესობის მიერ პოზიციის მოულოდნელად შეცვლა "ევროპულ საქართველოსთან" საარჩევნო ბლოკის შექმნის და საარჩევნო სიის მიმართ.

შალვა შავგულიძე "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე იყო 2017 წლის თებერვლიდან.

შავგულიძე ოპოზიციის მიერ შეთანხმებულ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორისაა. ოქტომბრის არჩევნებში ის კენჭს იყრის თბილისის მთაწმინდა-კრწანისის ოლქში.

წინა, მე-8 მოწვევის პარლამენტში შალვა შავგულიძე ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი იყო კოალიცია „ქართული ოცნებიდან“. კოალიციის დაშლის შემდეგ, 2019 წლის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი იყო მთაწმინდის ოლქში, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლადო კახაძესთან დამარცხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG