Accessibility links

"თავისუფალი დემოკრატებიდან" წასულები არჩევნებში მონაწილეობას "ევროპულ საქართველოსთან" ერთად მიიღებენ


საარქივო ფოტო: შალვა შავგულიძე "ევროპული საქართველოს" ლიდერებთან, დავით ბაქრაძესა და გიგი უგულავასთან ერთად

„თავისუფალი დემოკრატები“ პარტიის თავმჯდომარის, შალვა შავგულიძის გარდა დატოვეს ნინო გოგუაძემ, სანდრო ბარამიძემ და გიორგი ქიტიაშვილმა.

შალვა შავგულიძის მიერ ფეისბუკით გავრცელებული განცხადების მიხედვით, ისინი ინდივიდუალურად, პარტიული კუთვნილების გარეშე გააგრძელებენ თანამშრომლობას „ევროპულ საქართველოსთან“.

„არჩევნებში მათთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას, რაზეც მათგან უპირობო შემოთავაზება გვაქვს. მადლობა „ევროპულ საქართველოს“ სანდო პარტნიორობისათვის“, - წერს შავგულიძე.

შალვა შავგულიძემ დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ ტოვებს პარტიაში შექმნილი არაჯანსაღი ვითარების გამო. შავგულიძემ მთავარ მიზეზად დაასახელა პარტიის გამგეობის უმრავლესობის მიერ პოზიციის მოულოდნელად შეცვლა "ევროპულ საქართველოსთან" საარჩევნო ბლოკის შექმნის და საარჩევნო სიის მიმართ.

აგვისტოს დასაწყისში პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა ლევან სამუშიამ, რომელიც „ლელოს“ შეუერთდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG