Accessibility links

site logo site logo

პროკურორი ამირხანაშვილის ჩვენების გავრცელებაზე: სამართლებრივი შეფასება მიეცემა


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურორი აცხადებს, რომ გურამ ამირხანაშვილის ჩვენების მედიაში გავრცელებას სამართლებრივი შეფასება მიეცემა. დაკითხვის შინაარსი რადიო თავისუფლებამ გაავრცელა.

"პროკურატურა და საგამოძიებო ორგანო ატარებს შესაბამის ღონისძიებებს და სამართლებრივი შეფასება მიეცემა. შესაბამისად, ის პირები, ვინც დგანან მის უკან, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა", - განაცხადა პროკურორმა.

19 აგვისტოს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა გურამ ამირხანაშვილის დაკითხვის ის ოქმი, რომელიც, სავარაუდოდ, გახდა მიზეზი, რა მოტივითაც დაკავებული 17 პირიდან 5-ს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლი წაუყენა.

პროკურატურამ დამატებითი ბრალი 5 პირს 11 აგვისტოს წაუყენა, ბრალის წარდგენის შემდეგ კი ყველა ადვოკატს საქმის დეტალების გაუთქმელობაზე მოაწერინა ხელი.

გამოძიების თანახმად, 19 ივნისის ღამეს, მცხეთაში, არაგვის ხიდიდან არაგვის ნაპირამდე გიორგი შაქარაშვილს "ტოიოტა ქამრის" ხუთმა მგზავრმა სდია. მათ ფეხბურთელს არაერთი დაზიანება მიაყენეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG